Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ირაკლი ღარიბაშვილი - პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას
ipn.ge
21 December 2014, 11:20
პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში ჟურნალისტის მიერ პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის კარი, რომელიც შეიქმნება, ყველასათვის ღია იქნება.
"ჯერ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რაიმე წინასწარ მოდელზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ გამოვთქვით არასამთავრობოებთან თანამშრომლობის სურვილი და ერთ-ერთი ასეთი არის არჩილ კბილაშვილის არასამთავრობო. ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები, ბევრ პოზიციას ვიზიარებთ, გვაქვს საერთო პოზიციები. ამას სჭირდება დრო, არ სჭირდება ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც შსს-ს რეფორმირებას სჭირდება დრო და დაფიქრება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი